ზიგმუნდ ფროიდი – „ეპიზოდი”

ფსიქოანალიზის საყოველთაოდ ცნობილმა ავსტრიელმა ფუძემდებელმა – ზიგმუნდ ფროიდმა (1856-1939 წლები) თავის მეუღლეთან, ებრაული წარმომავლობის ქალთან – მარტა ბერნეისთან მთელი 53 წლის განმავლობაში იცხოვრა. მიუხედავად ამისა, მაინც რთულია მათ თანაცხოვრებას იდეალური ეწოდოს. (ავტორი გენია.ჯი) ფროიდების წყვილის ურთიერთობათა დალაგებაში დადებითად არც ექვსი შვილის გაჩენას მოუტანია წარმატება. ის კი არადა, მას შემდეგ, რაც ქვეყნიერებას მათი უკანასკნელი შვილი მოევლინა ქვეყნიერებას, ქმარმა ცოლს განუცხადა, რომ ამიერიდან ერთმანეთთან ისე უნდა ეცხოვრათ, როგორც და-ძმას.

ზიგმუნდსა და მარტას ხშირი კონფლიქტები მოსდიოდათ რელიგიურ საკითხებზე. მართლმორწმუნე იუდეველთა ოჯახში აღზრდილ ქალს საშინლად აღიზიანებდა სახელოვანი ქმრის უკიდურესი ათეიზმი. ფროიდი თავისი ცოლისგან მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვდა. და ეს მაშინ, როდესაც საპასუხოდ სრულ გულგრილობას იჩენდა მის მიმართ.

ფროიდის ბიოგრაფთა ერთი ნაწილის მტკიცებით, ავსტრიელ ფსიქოლოგს ნაკლები პატივისცემა გააჩნდა საკუთარი მეუღლის მიმართ. ამიტომაც იყო, რომ მასზე უამრავ ექსპერიმენტებს ატარებდა, მათ შორის – კოკაინის მოხმარების მოსალოდნელ შედეგებზეც (თვითონ ზიგმუნდი 6 წლის განმავლობაში იყო კოკაინის მასიური მომხმარებელი). შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ზიგმუნდისათვის მარტა ერთგვარ „საცდელ კურდღელსაც” კი წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>