ვიქტორ ჰიუგო წერდა…

„პოლიტიკაზე არც ერთი სიტყვა არ გამაგონოთ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბოროტების მეტი ქვეყნად რა არის!”

* * *

„სახელმწიფოში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ეს კარგად უნდა ახსოვდეს კაცს”.

* * *

„მთვრალი კაცები ხომ საძაგლები არიან და არიან, მაგრამ მთვრალი დედაკაცები კიდევ უფრო საზიზღარნი არიან”.

* * *

„არიან ასეთი ადამიანებიც: ტანით ცეროდენები, სულით კი ბუმბერაზები”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბედნიერებაში მყოფი კაცი თავის თავს ძნელად თუ შეიცნობს”.

* * *

„ყოველი ცეცხლი სინათლე როდია: ვინაიდან სინათლე ჭეშმარიტებაა, ხოლო ცეცხლი ხშირად დაუნდობელია. თქვენ ფიქრობთ ცეცხლი აშუქებსო, მაგრამ იგი ნაცარ-ფერფლად აქცევს”.

* * *

„ვეფხვებსაც კი ჰყავთ მკბენარები”.

* * *

„სამწუხაროა წყვდიადის შეჭრა ადამიანის სულში”.

* * *

„მოულოდნელი წარმატების შედეგად სინდისის გახრწნა საკმაოდ ხშირი მოვლენაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება