„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ამ ცხოვრებაში უმეტესწილად არარაობები და წვრილმანი ინტერესები პარპაშობენ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შთაბეჭდილება უდიდეს ზემოქმედებას ახდენს ადამიანის სულზე”.

* * *

„როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა იქ, სადაც სატანა იესოს შეცდენას ლამობს?”

* * *

„ახალი ჰორიზონტი ჩვენ ყოველთვის გვაშინებს”.

* * *

„რა უცნაური ცვლილებები ხდება ხანდახან ადამიანის სულში!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ერთმა შემთხვევით წამოცდენილმა სიტყვამ ზოგჯერ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს”.

* * *

„მოულოდნელობა ისე დაარეტიანებს ხოლმე ადამიანს, როგორც ყასაბი ცულის ყუით ხარს თავში დარტყმით არეტიანებს”.

* * *

„ხანდახან აზრებიც ისე იბნევიან ხოლმე, როგორც ჯარი ომში, და მათი წესისამებრ შემოკრება ისევე ძნელია, როგორც აქეთ-იქით გაფანტული ჯარისკაცებისა”.

* * *

„უჩვეულო რამე მხოლოდ ერთხელ არ ხდება ცხოვრებაში”.

* * *

„ბედისწერის მოულოდნელი ჟინიანობა, მისი ულეველი სატანისებური გამოგონებები ხანდახან ადამიანების უაღრესად ბოროტ ზრახვებს აღემატებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება