ბორის პასტერნაკი – „ეპიზოდი”
ნობელიანტ რუს მწერალსა და პოეტს – ბორის პასტერნაკს (1890-1960 წლები) ახლო მეგობრობა აკავშირებდა ებრაული წარმომავლობის მქონე თანამემამულე კოლეგასთან – ოსიპ მანდელშტამთან, ვინაც 1934 წელს მის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ანტისაბჭოთა ლექსის გამო, „წითელი იმპერიის” ხელისუფლებამ პატიმრობაში აიყვანა. (ავტორი გენია.ჯი) ამ უკანასკნელის მდგომარეობით შეშფოთებულმა მანდელშტამის ახლობელმა ბუხარინმა გაბედა და ოსიპის შეწყალების თხოვნით სტალინს წერილი გაუგზავნა. წერილის დასკვნით ნაწილში კი ისიც მიუთითა, რომ პატიმარი ლიტერატორის ბედით ასევე შეწუხებული გახლდათ დაკავებულის სხვა მეგობარი – ბორის პასტერნაკიც. მალევე პასტერნაკის ბინაში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ყურმილის მეორე მხარეს პირადად საბჭოთა გენსეკი იმყოფებოდა. ბელადი დაინტერესდა, რა ურთიერთობა აკავშირებდა ბორისს მანდელშტამთან, რაზეც უკიდურესად შეშინებულმა პასტერნაკმა მიუგო, რომ გარდა კოლეგიალური ურთიერთობისა – არავითარი. „მეგობრებს ასე არ ექცევიანო”, – მოკლედ მოუჭრა სტალინმა ლიტერატორს და უმალვე გაუთიშა ტელეფონი. – (ავტორი გენია.ჯი)
ოსიპ მანდელშტამი