სერგეი ესენინი – „ეპიზოდი”
რუსულ პოეზიაში „ვერცხლის საუკუნედ” წოდებული პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი - სერგეი ესენინი (1895-1925 წლები) ებრაელების მიმართ ყოველთვის უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) პოეტი მათ ძუნწ და ხარბ ხალხად მიიჩნევდა და ერთობ შეურაცხმყოფელი ეპითეტითაც მოიხსენიებდა – „ჟიდი”. საგულისხმოა, რომ ამ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ტერმინის გამოყენებას იგი ებრაული თემის წარმომადგენელთა შორის ყოფნის დროსაც კი არ ერიდებოდა. გარდა ამისა, ესენინი ისრაელელებს იმაშიც სდებდა ბრალს, რომ მის ნაშრომებს რუსეთში მოღვაწე ებრაელი გამომცემლები ხშირ შემთხვაში არ უბეჭდავდნენ და თუ დაუბეჭდავდნენ, შემოსავლის დიდ ნაწილსაც ჯიბეში თავად იდებდნენ. „ებრაელებმა რუსეთი არ უნდა მართონო”, – ამბობდა იგი და ამ შემთხვევაში ანტისემიტიზმით შეპყრობილ პოეტს მხედველობაში ებრაული წარმომავლობის მქონე ერთობ გავლენიანი საბჭოთა პარტიული მუშაკი – ლევ ტროცკი ჰყავდა. – (ავტორი გენია.ჯი)