ნაბუქოდონოსარ II – „ეპიზოდი”
ახალი ბაბილონის საყოველთაოდ ცნობილი მეფე – ნაბუქოდონოსარ II (ძვ.წ.აღ-ით 634-562 წლები), ვინაც ბიბლიის თანახმად იუდეა და იერუსალიმი დაიპყრო, ერთობ იშვიათ დაავადებას ატარებდა თურმე. „დანიელის წიგნის” თანახმად, ბაბილონის დაკიდებული ბაღების ავტორს და სოლომონის ტაძრის გამანადგურებელ მონარქს „ბოანთროპია” სჭირდა. (ავტორი გენია.ჯი) სამედიცინო ტერმინით რომ განვმარტოთ, „ბოანთროპია” გახლავთ ფსიქიკური აშლილობის ფორმა, რა დროსაც ადამიანს საკუთარი თავი ძროხად ან ხარად წარმოუდგენია.
იმავე „დანიელის წიგნში” მოყვანილია რამდენიმე ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ნაბუქოდონოსარი მართლაც „ბოანთროპიით” გახლდათ დაავადებული. ერთ-ერთი ფაქტი ირწმუნება, რომ ხალხისაგან განდევნილი ნაბუქოდონოსარი ისე ძოვდა ბალახს, როგორც ძროხები ძოვენო.
P.S. ცნობისათვის, გარდა ნაბუქოდონოსარისა, აღნიშნული დაავადება ასევე გააჩნდა კიდევ ერთ ისტორიულ პერსონას. კერძოდ, ბუიდების დინასტიის წარმომადგენელ ემირს – მაჯდ ად-დაულას. – (ავტორი გენია.ჯი)