დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
„ერთ-ერთ უცხოელ ლიტერატორს”, ვინაც თავის დროზე უდიდესი წვლილი დაიდო ქართული კულტურის, ხელოვნებისა და მწერლობის ევროპის კონტინენტზე განვრცობაში, მადლიერმა ჩვენმა ხალხმა – „ჩვენი დროის აბო” უწოდა. ის კი არადა, ქართველმა ერმა „მას” იმდენად დიდი პატივიც დასდო, რომ თბილისის კონსერვატორიის დარბაზში „70 წლის ასაკში მყოფ მხცოვან ლიტერატორს” მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადა. შედეგად, „იგი” იქცა იმ პირველ უცხოელად, ვისაც ქართულმა საზოგადოებამ იუბილე გადაუხადა. დაასახელეთ, „მისი” ვინაობა?! – (ავტორი გენია.ჯი)