ჟორჟ ჟაკ დანტონი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი - ჟორჟ ჟაკ დანტონი (1559-1794 წლები) პატარაობიდანვე შესაშური ჯანმრთელობითა და განსაკუთრებული ძალით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) თავისი ძალის დემონსტრირებას მან ადრეული ასაკიდანვე მიჰყო ხელი. ჩხუბობდა ხშირად, რის შედეგადაც სახეზე ბევრი იარა შემორჩა, რასაც მოგვიანებით კეთრმა კიდევ უამრავი დაამატა. მისი სახე ჩხუბებში მიღებულმა იარებმა და კეთრმა იმდენად დაასახიჩრა, რომ – „ურჩხულადაც” კი მონათლეს.
რაც შეეხება განათლებას, ამ მხრივ ერთობ მიზანსწრაფული დანტონი მართლაც რომ ერუდირებული ადამიანი გახლდათ. თვითგანათლებას მიცემულმა ყმაწვილმა პლუტარქესა და ტიტუს ლივიუსის ნაშრომებს ყველასგან დამოუკიდებლად გაეცნო. ასევე ფართოდ შეისწავლა სხვა ანტიკური ხანის ორატორების მოღვაწეობები და შემოქმედებები. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს – ჟან-ჟაკ რუსოსა და მონტესკიეს შემოქმედების კითხვას უთმობდა. თუმცა მის ყველაზე საყვარელ მოაზროვნეს მაინც – დენი დიდრო წარმოადგენდა.
საბოლოო ჯამში, მიღებულმა ცოდნამ დანტონი მჭერმეტყველებაში იმდენად გამოაწრთო, რომ იგი რევოლუციის სათავეში მოექცა. საფრანგეთის რევოლუციას ხომ ასე ძალიან უყვარდა ორატორები?! – (ავტორი გენია.ჯი)