რიხარდ ვაგნერი – „ეპიზოდი”

მიზანთროპი ადოლფ ჰიტლერის კუმირად ქცეული გერმანელი კომპოზიტორი – რიხარდ ვაგნერი (1813-1883 წლები), თავისი მუსიკალური კარიერის დასაწყისში დიდ ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა. (ავტორი გენია.ჯი) გენიალური იტალიელი კოლეგის – ჯოაკინო როსინის შემოქმედების მოძულე მუსიკოსი კარიერის დასაწყისში ვერავითარ შემოსავლებს ვერ იღებდა საკუთარი შემოქმედებიდან. ასე მაგალითად, 1836 წელს გერმანიის ქალაქ მაგდებურგში დიდის ვაი-ვაგლახით ორგანიზებული ვაგნერის ერთ-ერთი მუსიკალური ქმნილების – „სიყვარულის აკრძალვის” წარმოდგენას სულ რაღაც სამიოდე მაყურებელი დაესწრო. და იმ სამშიაც, ერთი მათგანი – მისი მეუღლე იყო, მეორე – თეატრის დირექტორი და მესამე – ვიღაც ფრაკიანი ებრაელი. „ჩემი მუსიკა არავის აინტერესებდაო”, – იგონებდა მოგვიანებით კომპოზიტორი. მატერიალურმა ხელმოკლეობამ იგი ლომბარდების ხშირ სტუმრად აქცია. იმისათვის, რომ ოჯახი როგორმე გამოეკვება, რიხარდმა ყველაფერი დააგირავა, რაც კი რამ ძვირფასი გააჩნდა. მათ შორის საქორწინო საჩუქრებიც კი. „ამან ჩემს მეუღლეს – მინას ძალზე ატკინა გულიო”, – აღუნიშნავს ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში მაცხოვრებელ ვაგნერს. ამავე დროს, გერმანელი მუსიკოსისა და მისი ოჯახის წინაშე მთელი თავისი შემაძრწუნებელი სახით წარსდგა ისეთი საშინელი და დაუნდობელი ურჩხული, როგორიც გახლავთ – შიმშილი.

საბედნიეროდ, წლების გასვლასთან ერთად პუბლიკამ სათანადოდ შეაფასა მისი დიდებული შემოქმედება, რასაც მისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვა თან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>