ინგლისური სამართალი – „ეპიზოდი”
XVI-XVII საუკუნეების ინგლისის კანონმდებლობა რომ განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა დამნაშავეების მიმართ, უამრავი ისტორიული დოკუმენტი მოწმობს. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: კანონი უფლებას იძლეოდა ადამიანი სიკვდილით დაესაჯათ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამი წლის ასაკის ხეს უნებართვოდ მოჭრიდა; თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა – ტყუილი ფიცის წარმოთქმა; ალკოჰოლიკებს ისეთ ძირგაგდებულ კასრში სვამდნენ, რომელსაც თავის ამოსაყოფი ნახვრეტი და გვერდებში ხელების გასაყოფი ნახვრეტები გააჩნდა. ასეთი კასრის საშინელება ისიც იყო, რომ კასრში მყოფს სიარული კი შეეძლო, აი დაწოლა კი არას დიდებით.
გარდა ყოველივე ამისა, ვესტმინტერის სააბატოს დარბაზში ვინმეზე ხელით შეხება შეურაცხყოფის მიზნით, შეურაცხმყოფელს სამუდამო პატიმრობას უქადდა. პატიმრობის გარდა, დამნაშავეს მის საკუთრებაში არსებული მთელი ქონების კონფისკაციასაც უკეთებდნენ. ხელის აწევა ვისმეზე მეფის სასახლეშიც მკაცრად გახლდათ აკრძალული. ასეთ შემთხვევაში დამნაშავეს მარჯვენა ხელს ჰკვეთდნენ; მონარქის გამცემებს ჯალათები გულის ამოცლით სჯიდნენ… სამარცხვინო ბოძზე გაკვრა ხომ იმ პერიოდის ინგლისში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მასზე ისეთი დიდი ინგლისელი მწერალიც კი გააკრეს თავის დროზე, როგორიც გახლდათ – დანიელ დეფო.
ერთი სიტყვით, XVI-XVII საუკუნეების ინგლისის კანონმდებლობა უბრალო დანაშაულის მიმართაც კი ხშირად ერთობ დაუნდობელი გახლდათ. დასჯის მეთოდებათ მართლმსაჯულება გამოიყენებდა დამნაშავეების როგორც კოცონზე დაწვას, ასევე მათ ბორბალზე დაფლეთასაც. ასეთი არაადამიანური საშუალებებით ცდილობდა იმ პერიოდის ინგლისური მართლმსაჯულება კანონის პატივისცემა ჩაენერგა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)