სლობოდან მილოშევიჩი – „ეპიზოდი”
იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა – სლობოდან მილოშევიჩმა (1941-2006 წლები), ვისაც საერთაშორისო ტრიბუნალი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უამრავ დანაშაულში სდებდა ბრალს, რამდენიმე უმძიმესი ოჯახური ტრაგედია გადაიტანა. (ავტორი გენია.ჯი) პირველი ტრაგედია ტირანად შერაცხილ პრეზიდენტს მაშინ დაატყდა თავს, როდესაც მამამისმა – სვეტოზარ მილოშევიჩმა, ვისაც სასულიერო სემინარია ჰქონდა თავის დროზე დამთავრებული, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ცოლთან ხშირი კონფლიქტების შედეგად მან ოჯახი მიატოვა და დასავლეთის ქვეყნებში შეეცადა გადასვლას. გადავიდა კიდეც საფრანგეთში, მაგრამ იქიდან სვეტოზარი იძულების წესით იქნა სამშობლოში დაბრუნებული. მის ირგვლივ განვითარებულმა არასახარბიელო მოვლენებმა იგი იმდენად ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, რომ სუიციდის საშინელი აქტი ჩაიდინა. მაშინ სლობოდანი 20 წლის ასაკში იმყოფებოდა.
მეორე ოჯახური ტრაგედია სლობოდანის დედას უკავშირდება. სტანისლავა გულმხურვალე კომუნისტ ქალს წარმოადგენდა და პედაგოგიური მოღვაწეობას ეწეოდა. ქმრისგან მიტოვებულმა მარტოხელა ქალმა 1974 წელს საკუთარი სახლის ჭაღზე ჩამოიხრჩო თავი. და მესამე ტრაგედია: ნებაყოფლობით წავიდა ამ ცხოვრებიდან მილოშევიჩის ერთ-ერთი ძმაც. მანაც თავისი მშობლების მსგავსად თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე.
სწორედ ამ გარემოებებით (ფსიქოლოგიური ტრამვებით) ხსნიდა შემდგომში ბევრი ავტორი იმას, რომ სლობოდანმა ქვეყანა სრულ კატასტროფამდე მიიყვანა. – (ავტორი გენია.ჯი)
სვეტოზარ მილოშევიჩი
სლობოდან მილოშევიჩი დედასთან და ძმასთან ერთად