თანსუ ჩილერი – „ეპიზოდი”
ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი თურქეთის ისტორიაში – თანსუ ჩილერი, ვინაც თავისი მმართველობის პერიოდში ყველაზე მეტად დაახლოვა ქვეყანა ევროკავშირთან, თურქეთის პრეზიდენტის – სულეიმან დემირელის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამ უკანასკნელს, რომელსაც თურქი ხალხი „მამად” მოიხსენიებდა, თანსუს პოლიტიკურ მენტორადაც კი მოიხსენიებდნენ. დემირელის მიერ თანამდებობის დატოვებისა და ჩილერის გაპრემიერების შემდეგ ამიტომაც აკრავდნენ ქალაქის ქუჩებში მისი მხარდამჭერები მრავლად პოსტერებს მრავლისმეტყველი წარწერით – „მამა წავიდა, დედა მოვიდა”.
თავისი მომავალი მეუღლე – ევერ უჩურანი ჩილერმა ჯერ კიდევ სიყმაწვილის ასაკში გაიცნო. სწორედ იმ პერიოდში დაარწმუნა მან თავისი საქმრო იმაში, რომ გადაედგა უპრეცედენტო ნაბიჯი (რომელიც დღემდე განსჯის საგნად არის ქცეული) და ქორწინების შემდგომ ცოლის გვარზე გადასულიყო. თანსუს შეთავაზება მან დიდსულოვნად მიიღო… ასე იქცა ევერ უჩურანი – ევერ ჩილერად.
აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ის კი არადა, პრემიერის მეუღლე საყოველთაო დაცინვის საგნადაც გადაიქცა. იმისათვის, რომ ჩილერს თავისი მეუღლე დაეცვა ასეთი დამამცირებელი შემოტევებისაგან, იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა, ოჯახში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ევერი იღებსო. „მიუხედავად იმისა, რომ მე მომენიჭა უფლება მთავრობის ფორმირებისა, ჩემი ქმარი – კვლავაც ოჯახის უფროსია ჩვენს სახლშიო”, – ირწმუნებოდა კორუფციულ სკანდალებში გახვეული თურქეთის ექს-პრემიერი. – (ავტორი გენია.ჯი)
თანსუ ჩილერი მეუღლესთან ერთად