ანდრე მორუა წერდა…

„ყოველ ადამიანს თავისი ცხოვრების შესაცვლელად დღეში ათი შესაძლებლობა მაინცა აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პოლიტიკა მოსაწყენი ხელობაა. დაუტოვეთ იგი მეფეებსა და მინისტრებს…”

* * *

„წარმატება მხოლოდ იმათი წილხვედრია, ვინც იცის მისი დაჭერა”.

* * *

„საჭიროა ადამიანი ისეთი მივიღოთ, როგორც სინამდვილეშია და განვსაჯოთ იმისდა მიხედვით, რისი გაკეთებაც სურს…”

* * *

„ერთი ქალის ერთგულება ვინა თქვა?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბავშვები არასოდეს იმას არ ლაპარაკობენ, რაც გულში აქვთ და თავიანთ იდუმალ ნაღველს სიბრაზეში ამჟღავნებენ, რასაც ჩვენ ჭირვეულობას ვუწოდებთ”.

* * *

„მფლანგველობისადმი მიდრეკილება საშიშია”.

* * *

„რევოლუციები იმ ავადმყოფებს ჰგვანან, რომელნიც ხანმოკლე დროით ვითარდებიან, მოკეთების ხანას კი დასასრული არ უჩანს”.

* * *

„ოდესღაც ყველაფერი დავიწყებას მიეცემა”.

* * *

„წარმატების დღეებში კაცი ყოველთვის გაოცდება იმ ხალხთა სიმრავლით, უცაბედად მისი მეგობრები რომ აღმოჩნდებიან ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება