უგო ჩავესი – „ეპიზოდი”
ვენესუელის რიგით 47-ე პრეზიდენტი – უგო ჩავესი (1954-2013 წლები), ვინაც თავისი ქვეყნის მოსახლეობას სოციალიზმის ტრიუმფამდე მიყვანას ჰპირდებოდა, საყოველთაოდ ცნობილი კუბელი რევოლუციონერის – ფიდელ კასტროს დიდ თაყვანისმცემელსა და ახლო მეგობარს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ორი ქვეყნის ლიდერის ურთიერთობა განსაკუთრებულად თბილი გახლდათ. კასტროსთან შეხვედრის მიზნით ვენესუელის პირველი პირი ხშირად სტუმრობდა ხოლმე „თავისუფლების კუნძულად” წოდებულ კუბას. შედეგად, უგო ჩავესს, რომელიც ნაომი კემპბელმა თავის დროზე „მეამბოხე ანგელოზად” მოიხსენია, ოპონენტებმა ერთობ ირონიული და დამამცირებელი თიკუნი შეურჩიეს – „კუბის პირველი ლედი”. დიქტატორი პრეზიდენტის აღნიშნული თიკუნი ფართოდ იქნა ვენესუელაში გავრცელებული, თუმცა მისი წარმოთქმა ვისიმეს მხრიდან სახიფათო გახლდათ. ის კი არადა, წიგნის პრეზეტანციამ – „ტანგო ორისთვის”, რომლის ყდაზეც გამოსახული გახლდნენ ცეკვის პროცესში მყოფი ჩავესი და კასტრო, დიდი სკანდალი გამოიწვია ქვეყანაში. შედეგად, ასეთი ყდის მქონე ყველა წიგნი გაყიდვიდან იქნა ამოღებული და განადგურებული. – (ავტორი გენია.ჯი)