ტერეზა მეი – „ეპიზოდი”
ექსტრავაგანტული ჩაცმის სტილის მოყვარულ გაერთიანებული სამეფოს რიგით 76-ე პრემიერ მინისტრს – ტერეზა მეის, იმთავითვე ხშირად ადარებდნენ ლეგენდად ქცეულ მის წინამორბედ პრემიერ ქალს – მარგარეტ ტეტჩერს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ქვეყნის ისტორიაში მარგარეტი პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახლდათ, ტერეზა კი მეორე. ნიშანდობლივია, რომ მათი ბიოგრაფიის დეტალები რაღაცნაირად ჩამოჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს. ასე მაგალითად: ტეტჩერი – მეთოდისტი პასტორის ქალიშვილს, ხოლო ტერეზა – ანგლიკანელი სასულიერო პირის ქალიშვილს წარმოადგენდა; ორივე მათგანმა უმაღლესი განათლება ოქსფორდის დიდებულ უნივერსიტეტში მიიღო, სადაც პირველი მათგანი ქიმიას სწავლობდა, მეორე მათგანი – გეოგრაფიას; ორივე მათგანის ქორწინება წარმატებული აღმოჩნდა იმ განსხვავებით, რომ მარგარეტს შვილები გაუჩნდა, ტერეზას კი – არა.
ტერეზას თანაკურსელების გადმოცემით, მეი ყოველთვის იმაზე ოცნებობდა, ქვეყნის პირველი ქალი პრემიერი გამხდარიყო, რის გამოც საშინლად გაბრაზებულა თურმე, როდესაც ეს ოცნება მარგარეტ ტეტჩერის გაპრემიერებას დაუმსხვრევია (აქვე გასათვალისწინებელია მათი ასაკობრივი სხვაობა). მიუხედავად ამისა, მიზანსწრაფულმა პოლიტიკოსმა ქალმა თავისი ოცნების ნაწილობრივ განხორციელებას მაინც მიაღწია: იგი პირველი არა მაგრამ ქვეყნის მეორე ქალ პრემიერად კი იქცა). – (ავტორი გენია.ჯი)
მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი