ვიქტორ ჰიუგო წერდა…
„მე მძულს, როდესაც ყველანი ერთს მიესევიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არც ერთი მოსამართლე ისეთი ინტერსეით არ დაჰკითხავს ბრალდებულს, როგორც ჩვენ ჩვენი საკუთარი სინდისი დაგვკითხავს ხოლმე”.
* * *
„უკან მიხედვით ადამიანს საშინელი დასკვნები გამოაქვს”.
* * *
„იფიქრო იმათზე, ვინც გიყვარს და ვისაც ვეღარ ხედავ, ეს ხომ საკუთარი თავის წამებაა”.
* * *
„ყოველი ადამიანის სიცოცხლეში არის ხოლმე წუთი, როდესაც მისთვის თითქოს მთელი ქვეყანა ინგრევა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინ არ ყოფილა მოჩვენებით, გარეგნულად თავისუფალი, მაგრამ სინამდვილეში კი უგრძვნია, რომ ფრთები შეკვეცილი აქვს!”
* * *
„ვისაც ყველაფრისა ეშინია, მას უკვე აღარაფრისა არ ეშინია”.
* * *
„თუკი სასტიკი სულიერი განცდებისაგან ნაწამებ ადამიანს, რომელიც მთელი დაძაბულობით წინააღმდეგობას უწევს თავზე დამტყდარ უბედურებებს, რომელმაც აღარც კი იცის ცოცხლებში ითვლება ისევ თუ უკვე მკვდრებში, და მაინც ძალა შესწევს მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოს მისთვის სასურველი არსებისადმი – ეს უეჭველი ნიშანია ჭეშმარიტად კეთილშობილი მოსიყვარულე გულისა”.
* * *
„ტანჯვა-წამება იგივე დაკითხვაა”.
* * *
„მარტოობის სინონიმი – სიკვდილია”. – (ავტორი გენია.ჯი)