„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„მხილებულთ იშვიათად ენდობიან”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„განა საქმე ისაა, რომ რაღაცა გააკეთო? არა, საქმე ისაა, რასაც გააკეთებ, კარგად გააკეთო”.

* * *

„თუ კაცი თავის თავს წმინდა საკურთხეველივით არ ატარებს, მასხრად, ჭკუამხიარულად თვლიან და პატივს არავინ მიაგებს”.

* * *

„ხვალინდელი დღის შიში სიკეთეს არავის მოუტანს”.

* * *

„ახალგაზრდობა ცარიელ სასახლეს ჰგავს, რომლის კედლებზეც მათი სახელოვანი წინაპრების სურათები ჰკიდია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიდ სახელს ბევრია დახარბებული”.

* * *

„რაგინდ სამაგალითოც არ უნდა იყოს ახალგაზრდა, ბუნებითაც და აღზრდითაც, გართობაზე თავს ვერ შეიკავებს”.

* * *

„დაიხსომეთ: სიტყვა შეიძლება დაბრკოლება გახდეს”.

* * *

„რაც უფრო მეტხანს ვცოცხლობთ, მით უფრო მეტად გვიპყრობს სიკვდილის ნაღველი”.

* * *

„დიდად სულგრძელი უნდა იყო, იმაზე მეტი გასცე, ვიდრე უნდათ რომ დაგიბრუნონ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება