„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„მაძღარი მშიერს ვერ გაუგებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაც უფრო მაღლა იწვეს ადამიანი, მით უფრო მატულობს მისი მოვალეობა”.

* * *

„წარმატება მრავალ მტერს გიჩენს”.

* * *

„თურმე უსაზღვრო ყოფილა არსება ადამიანისა, უსაზღვრო, ვით სამყარო და თუ თავი საპოვნელი გაქვს, ვინ უწყის მიაგნებ თუ არა”.

* * *

„სულის ბუდე სიღრმეშია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არ შეიძლება დაუსრულებლივ იტანჯოს ადამიანი”.

* * *

„მოხუცების დონ-ჟუანობა ახალგაზრდობას ყოველთვის აღიზიანებს”.

* * *

„საშინელი სიღრმის გარეშე ლამაზი ზედაპირი არ არსებობს”.

* * *

„სამყაროს 7 საოცრება: მხედველობა, სმენა, გრძნობა, ლაპარაკი, ფიქრი, სიხარული და სიყვარული.

* * *

„ადამიანებმა რაც არ იციან, იმას უფრო აზვიადებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება