ელვის პრესლი – „ეპიზოდი”
„როკ-ენ-როლის მეფედ” წოდებული საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მომღერალი - ელვის აარონ პრესლი (1935-1977 წლები), ვისაც შორეული ნათესაობა აკავშირებდა აშშ-ის რიგით 39-ე პრეზიდენტთან – ჯიმი კარტერთან, თავისი ცხოვრების მეორე ეტაპზე ნამდვილ პარანოიკად ჩამოყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ხშირად ურეკავდა ტელეფონზე ოვალურ კაბინეტში ქვეყნის პრეზიდენტად ქცეულ ნათესავს და არწმუნებდა, რომ „ბოროტი ძალები გამუდმებით სდევდნენ მას”. დროთა განმავლობაში კარტერს იმდენად მოაბეზრა თავი დევნის მანიით შეპყრობილმა პრესლიმ, რომ მის ზარებს აღარც კი პასუხობდა.
აღნიშნული მანია დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო იპყრობდა პოპულარულ მუსიკოსს. ამიტომაც იყო, რომ ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე თავისი სახლი დაცვის უახლესი სისტემებითა და პირადი მცველებით აავსო. დევნის პარანოიით შეპყრობილ ელვისს სინათლე შესძულდა, რის გამოც ყოველთვის ცდილობდა სახლში ელექტროენერგიის გამოყენებით არ ესარგებლა (დღე-ღამის არც ერთ მონაკვეთში არ ანთებდა ნათურებს) . ის კი არადა, გრეისლენდის მამულში ამერიკელი მომღერალის მოთხოვნით ფანჯრებზე ფოლგებიც ააკრეს. გარდა ამისა, ქუჩაში გასვლისგანაც მაქსიმალურად იკავებდა თავს.
1977 წლის 16 აგვისტოს ელვის პრესლი აბაზანაში აღმოაჩინეს გარდაცვლილი. ერთ-ერთი ვერსიით, იგი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებას ემსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)