ხეთები – „ეპიზოდი”
ძვ.წ.აღ-ით 1800-1180 წლებში მცირე აზიაში არსებული ხეთების სამეფოს არმიის ძირითადი ნაწილი ქვეყნის დედაქალაქ ხათუსაში იყო განლაგებული. მშვიდობიანობის ჟამს იგი ერთგვარად სამართალდამცავი სტრუქტურის ფუნქციით იღჭურვებოდა, ხოლო ომის დროს კი, თავის ნამდვილ მოვალეობას უბრუნდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) სხვადასხვა მონაცემებით, ამ უძველესი ანატოლიელი ხალხის არმია 5 000-დან 10 000-მდე ჯარისკაცით იყო დაკომპლექტებული. ექსტრემალურ ვითარებაში კი მისი რიცხოვნება მაქსიმუმ 30 ათასამდე იზრდებოდა.
საყურადღებოა, რომ ხეთების არმიაში დეზერტირობა ერთობ იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოების მიზეზი სამხედროების მიერ მეფისა და მისი ოჯახის წინაშე დადებული ერთგულების ფიცის უჩვეულო ცერემონიაში მდგომარეობდა. კერძოდ, ფიცის დადების ბოლო ეტაპზე, თითოეული ხეთი მებრძოლი მონარქს საგანგებოდ უტოვებდა ქალის კაბას. იმ შემთხვევაში, თუ ფიცი დაირღვეოდა, მაშინ დეზერტირი ჯარისკაცი ვალდებული ხდებოდა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ეტარებინა ის კაბა, რომელიც ფიცის დადებისას დატოვა მან მეფესთან. ეს კი, თავის მხრივ, უდიდეს შეურაცხყოფას წარმოადგენდა ყველა საღად მოაზროვნე ხეთი მამაკაცისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)