„უძლეველი არმადა” – (ეპიზოდი)
1588 წლის 8 აგვისტოს, ღამით, ინგლისის დასაპყრობად, გასანადგურებლად და „გადასაჯიშებლად” დაძრული ძლევამოსილი ესპანური ფლოტი – „უძლეველი არმადა”, საბოლოოდ ირლანდიის სანაპიროებთან ამოვარდნილმა სასტიკმა გრიგალმა მოინელა. ამას თავის მხრივ, ხელი ინგლისურმა ფლოტილიამაც შეუწყო ფრენსის დრეიკის დიდი დამსახურებით. (ავტორი გენია.ჯი) „ინკვიზიციის მამად” ქცეული ესპანეთის კაცთმოძულე ხელმწიფე – ფილიპე II, „ნისლიანი ალბიონის” დაპყრობაზე უდიდეს იმედებს ამყარებდა. ამისათვის მან სახელმწიფო ხაზინიდან კოლოსალური თანხები გაიღო (20 მილიონი დუკატი). მიზნის მისაღწევად მონარქმა მსოფლიო ზღვებზე გაბატონებული „უძლეველ არმადად” წოდებული ესპანური ფლოტილია გამოიყენა. თუმცა კი, უშედეგოდ, რადგან სწორედ რომ ინგლისმა დაასრულა ესპანური ფლოტის მბრძანებლობა მსოფლიო წყლებში. ზღვის ფსკერზე 20 000 საუკეთესო ესპანელი ჯარისკაცი და ათასობით ბერი იწვა. (ზემოთ გამოვიყენე სიტყვა, „გადასაჯიშებლათ” დაიძრენ-თქო და აი, რატომ?!) ზღვის ფსკერზე ასევე სამარე ჰპოვა 12 000-მა ესპანელმა ქალმა, რომლებიც ძიძებად მიჰყავდათ დასაპყრობ ქვეყანაში. იმისათვის, რომ მიზანთროპ ფილიპეს ინგლისელთა მოდგმა წაეშალა, განიზრახა, რომ დაპყრობილი ქვეყნის მიწა-წყალზე ფეხის შედგმისთანავე ესპანელი ქალის რძე ეწოვებინათ ინგლისელი ბავშვებისათვის. საბედნიეროდ, ფილიპემ თავისი უბოროტესი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ის კი არადა, „უძლეველი არმადის” დაკარგვით მან საკუთარი ხელით დაღუპა თავისი ხალხის სამხედრო სასიცოცხლო ძალა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფილიპე II