ალან ტიურინგი – „ეპიზოდი”
გენიალური ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი და კრიპტოანალიტიკოსი – ალან მეთისონ ტიურინგი (1912-1954 წლები), უცნაური თვისებებით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: 1940-იან წლებში, ქალაქ ბლეთჩი-პარკის მაცხოვრებლები რეგულარულად ხდებოდნენ შემდეგი სცენის თვითმხილველები: ქალაქის ქუჩებში ველოსიპედით გადაადგილდებოდა ადამიანი, რომელიც სახეზე აირწინაღს ატარებდა. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ის უცნაური მგზავრი აირწინაღს წელიწადის მხოლოდ ორ პერიოდში მოიხმარდა – გაზაფხულსა და ზაფხულზე. და ეს ადამიანი სწორედ რომ კომპიუტერული მეცნიერების ჩამომყალიბებელი ინგლისელი მეცნიერი – ალან ტიურინგი გახლდათ (კაცი, რომელიც შარვლის დასამაგრებლად ქამრის ნაცვლად რატომღაც ხშირად წვრილ თოკს იყენებდა). ასეთი უჩვეულო ფორმით ალანი ქალაქის ქუჩებში იმიტომ გადაადგილდებოდა თურმე, რომ იგი მტვერის მიმართ საშინლად ალერგიული ყოფილა. და, რადგანაც დიდი მეცნიერი, ვისაც არასდროს არ აინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა სხვების თვალში, აირწინაღს ალერგიისაგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდა, ხშირად სარგებლობდა კიდეც მისი გამოყენებით. – (ავტორი გენია.ჯი)