ლევან გოთუა წერდა…
„თუ ჩვენში გამთიშავნი სჭარბობენ მაერთებელთა, მე აღარაფერი დამრჩენია ამ ქვეყნად საიმედო და საჩალიჩო!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისევ პირადი! კიდევ საოჯახო! საქვეყნო და საერთო კი გულის მიღმა! გულის მიღმა!”
* * *
„ასე ყოფილა ოდითგანვე, მრავალერთიან საქართველოში, მოძრავი ძირა-კერა და ადგილნაცვალი დედა ღერძი იცოდა ერმა… ერთგან თუ ჩაქრებოდა – შეიძლებოდა, ახლა სხვა დოვლათშემონახული, ხელმარჯვე და აზრმაღალა ქართული მხარე დაწინაურდებოდა ყველაის იმედად და სახელად!”
* * *
„ყოველ რუს ცალ თვალში ჯერ კიდევ მოუნელებელი მონღოლი უზის…”
* * *
„ვაი და ვიშით სოფელი ვის აუშენებია?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა დიდი ძალა ჰქონია სიტყვას?!”
* * *
„დარდი და ნატვრის გაცრუება წლოვანთა სენია”.
* * *
„ოქროს ხიდის მოლოდინში ნაღდად მჭვრეტელს დაბალ ფონში გასვლა ერჩიოს!”
* * *
„არაერთი საქვეყნო საქმე გარიგებულა ვაჭრობის საფარველით”.
* * *
„ყველაფერი მარადისობაში მიდის, საიდანაც არ ბრუნდებიან არც ადამიანები და არც იმედები…” – (ავტორი გენია.ჯი)