დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ევრაზიისა და აფრიკის ტყეებში გავრცელებული „ერთ-ერთი სახეობის ფრინველის” შესახებ ბიოლოგები ასე ხუმრობენ – „ღმერთმა გადაწყვიტა ხვლიკისთვის ფრთები მიეცაო”. ძველი ლეგენდის თანახმად, „აღნიშნული სახეობის ფრინველი” იმ იშვიათ გადამფრენ ფრთოსანს წარმოადგენს, რომელიც თხის რძით იკვებება, თუმცა ამას სინამდვილესთან არაფერი აკავშირებს. მისი რაციონი სხვა ფრინველების უმეტესობის მსგავსად, მწერებისაგან შედგება. საყურადღებოა, რომ „მათ” ძალიან უყვართ ძილი პირდაპირ შუა გზაზე. შეფერილობა კი ისეთი აქვთ, რომ მძღოლებისთვის ხშირად შეუმჩნეველნი ხდებიან. შედეგად, მრავლადაც იღუპებიან. დაასახელეთ, „აღნიშნული” ფრინველის სახელწოდება. ფრინველისა, რომელიც გამოსაზმთრებლად ყოველთვის აფრიკის ცხელ კონტინენტს სტუმრობს. – (ავტორი გენია.ჯი)