საფარმურატ ნიაზოვი – „ეპიზოდი”
„თურქმენბაშად” წოდებული თურქმენეთის ყოვლისშემძლე პირველი პრეზიდენტი - საფარმურატ ნიაზოვი (1940-2006 წლები), ვინაც თავისივე მტკიცებით 3 მილიარდიანი ქონების მფლობელი გახლდათ, საგულდაგულოდ იცავდა ძველი ეპოქების აღმოსავლეთის მბრძანებლებში დამკვიდრებულ ერთ მეტად საინტერესო ტრადიციას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტრადიციის დაცვის მოტივით, „მუდმივ პრეზიდენტად” ქცეული ნიაზოვი ხშირად იცვლიდა საკუთარ გარეგნობას გრიმის გამოყენებით; იმოსებოდა უბრალო მოქალაქის მსგავსად და აშხაბადის ქუჩებში გადიოდა, რათა პირადად გასცნობოდა და დაკვირვებოდა ჩვეულებრივი მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას. ამის მრავალი დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს არქივებში, რომლებზედაც „თურქმენბაში” პარიკითა და ხელოვნური წვერ-ულვაშით არის აღბეჭდილი.
ნიაზოვის შემთხვევაში ასევე საინტერესოა ერთი გარემოება. კერძოდ: თურქმენეთის ტერიტორიაზე ქვეყნის პირველ პრეზიდენტს წარმოუდგენელი რაოდენობის ძეგლი დაუდგეს. უფრო ზუსტად – 14 000 ძეგლი. იმისათვის, რომ კარგად გავათვითცნობიეროთ მასშტაბები, ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: მსოფლიო პროლეტარიატის ისეთ საყოველთაოდ ცნობილ ბელადს, როგორიც გახლდათ – ვლადიმერ ლენინი, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაახლოებით – 14 000 ძეგლი დაუდგეს. უზარმაზარ „წითელ იმპერიასთან” შედარებით კი თურქმენეთი მართლაც რომ ცეროდენა რესპუბლიკა გახლავთ. და ერთი ადამიანისადმი მიძღვნილი ამ რაოდენობის ძეგლი ამ პატარა ქვეყანაში მართლაც რომ საკვირველია! მათ შორის რამდენიმე ძეგლი სუფთა ოქროსგანაც იქნა დამზადებული. „თურქმენბაშის” ყველაზე დიდი ოქროს ძეგლი 14 მეტრი სიმაღლისაა. მის დასამზადებლად 10 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქრო იქნა გამოყენებული თავის დროზე. -
„თურქმენბაში” (ოქროს ქმნილება)