ადოლფ ჰიტლერი – „ეპიზოდი”
ტკბილეულის მიმართ ბავშვობიდანვე განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა ნაცისტური გერმანიის ვეგეტარიანელი დიქტატორი – ადოლფ ჰიტლერი. ორცხობილებისა და კანფეტების მოყვარული პირსისხლიანი ტირანისთვის, ვინაც პრაქტიკულად არასოდეს არ მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს, შოკოლადი ერთ-ერთ სისუსტეს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე მეტად ჰიტლერი მაინც ყაყაჩოს თესლისა და კაკლის გულისაგან დამზადებულ შოკოლადებს ანიჭებდა უპირატესობას. ის კი არადა, იმ რთულ პერიოდში, როდესაც ფინანსურად ძალიან იყო შეჭირვებული და შავ მუშად მუშაობდა, ტკბილეულის შესაძენად მაინც ყოველთვის ახერხებდა „ზედმეტი” ფულის გადადებას. ფაფებსაც, რომელსაც ადოლფი საკუთარი ხელით იმზადებდა ხოლმე, გადაჭარბებული შაქრის დოზით აზავებდა. ტკბილეულის მიმართ ესოდენ დიდი სიყვარული მას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე გაჰყვა. ჰიტლერის ერთ-ერთი მეგობრის, გერმანელი ისტორიკოსის – ერნსტჰანფშტენგელის გადმოცემით, იმ უიშვიათეს შემთხვევებშიც კი, როდესაც ფიურერს ერთი ჭიქა ძვირფასი წითელი ღვინის დალევა უხდებოდა, ეს უკანასკნელი მასშიც კი შაქარს ყრიდა.
ყოველივე ამის შედეგად, ჰიტლერს კბილები საშინელ მდგომარეობაში ჰქონია (პირის ღრუდანაც მყრალი სუნი ამოსდიოდა თურმე). ამას ისიც მოწმობს, რომ სტომატოლოგების მოშიშარ ფიურერს 1944 წლისათვის უამრავ კბილზე ჰქონდა პლომბი დადებული. – (ავტორი გენია.ჯი)