ლილიუოკალანი – „ეპიზოდი”

ჰავაის სამეფოს უკანასკნელი დედოფალი – ლილიუოკალანი (1838-1917 წლები), მუსიკალური ნიჭით ღრმად მოსილი ქალბატონი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა, რომ გააჩნდა დიდებული ვოკალური შესაძლებლობები, ასევე შესანიშნავად ფლობდა რამდენიმე სახის მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებასაც. მათ შორის ლილიუოკალანი უკრავდა – ფორტეპიანოზე, არფაზე, გიტარასა და ციტრაზე. თუმცა, ჰავაის მელომანი დედოფლის მუსიკალური შესაძლებლობები ამით არ ამოიწურება: იგი ბრწყინვალე კომპოზიტორიც გახლდათ (ხშირად წერდა ტექსტებს თავისივე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციებისთვის). ამ მხრივ „მისი უდიდებულესობა” ერთობ ნაყოფიერ ქალბატონსაც წარმოადგენდა: მის მიერ, საერთო ჯამში, დაწერილი იქნა 150-ზე მეტი სიმღერა. დროთა განმავლობაში, დედოფლის მუსიკალური შემოქმედება ადგილობრივი კულტურის შემადგენელ ნაწილად გადაიქცა. 1866 წელს, ლილიუოკალანმა დაწერა სიმღერა, სახელწოდებით – „ჰავაიელი ერის სიმღერა”, რომელიც რამდენიმე ხნის განმავლობაში ქვეყნის ეროვნული ჰიმნის უმნიშვნელოვანეს ფუნქციასაც ასრულებდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>