ჯორჯ III – „ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფეს – ჯორჯ III ჰანოვერს (1738-1820 წლები), ვისაც 1811 წლიდან მოყოლებული თავის აღსასრულამდე შიზოფრენია სტანჯავდა, იხვების მიმართ ერთობ უცნაური დამოკიდებულება განუვითარდა. (ავტორი გენია.ჯი) ჭკუაზე გადამცდარი მონარქი ამ უწყინარ ფრთოსნებს იმთავითვე აღმერთებდა, თუმცა როგორც სამეფო სასახლის მემატიანეები გადმოგვცემენ, მათთან ხანგრძლივი მონოლოგების გამართვას ხელი მხოლოდ დასნეულების შემდეგ მიჰყო. სიბერეში შებიჯებული ჯორჯი ცდილობდა, რომ იხვებს „მხლებელთა როლი” შეესრულებინათ მისი სეირნობის დროს. ასეთი უცნაური „ამალიდან” ამოვარდნილ იმ იხვს, რომელიც სამეფო ბრძანებას არ „დაემორჩილებოდა” და მეფის „მხლებლად” არ იქცეოდა, გაბრაზებული მეფე პირადად უსწორდებოდა: მონარქი „ურჩ” ფრთოსანს მანამ აყოფინებდა თავს წყალში, სანამ არ დაახრჩობდა, შემდეგ კი მკვდარ იხვს მისი თანამოძმეების წინაშე საჩვენებლად გამოდებდა, რათა ეს მათთვის „გაკვეთილად” ქცეულიყო მეფის ბრძანების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. – (ავტორი გენია.ჯი)