მარია ტერეზია – „ეპიზოდი”
დედოფალი – მარია ტერეზია (1717-1780 წლები) საშინელ სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა მეუღლის, საღვთო რომის იმპერატრორის – ფრანც I შტეფანის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. ეს მართლაც რომ უზრმაზარი ადამიანური ტრაგედია და დიდი სულიერი დარტყმა გახლდათ მისთვის, რადგან ქალს უზომოდ უყვარდა თავისი თანამეცხედრე. (ავტორი გენია.ჯი) „ქმრებს შორის საუკეთესო ქმარი დავკარგეო”, – ნაჩქარევათ, თუმცა განუზომელი მწუხარებით ჩაუწერია კიდეც 1765 წლის 18 აგვისტოს (ფრანცის გარდაცვალების დღე) თავის დღიურში თავზარდაცემულ ქალს.
ქმრის აღსასრულით იმდენად შეძრული იყო მარია ტერეზია, რომ მან ერთობ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: სრული მათემატიკური სიზუსტით გამოეთვალა მთელი ის დრო, რომელიც თავის საყვარელ მეუღლესთან ერთად იცხოვრა. აკი გამოთვალა კიდეც… „ფრანც I შტეფანი, ჩემი ქმარი, – წერდა მარია ტერეზია, – გარდაიცვალა 1765 წლის 18 აგვისტოს, რვის ნახევარზე. მან იცოცხლა – 680 თვე, 2 958 კვირა, 20 778 დღე და 496 992 საათი. ჩვენი ბედნიერი ცოლ-ქმრული კავშირი გრძელდებოდა – 29 წლის, 6 თვისა და 6 დღის განმავლობაში. მაშასადამე – 540 კვირა, 10 781 დღე და 358 774 საათი…” – (ავტორი გენია.ჯი)
ფრანც I შტეფანი