ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
უბრალოება, უბრალოება და კიდევ ერთხელ უბრალოება. აი, რაც ყველაზე მეტად ახასიათებდა „თანამედროვე ფიზიკის მამამთავრად” წოდებულ ალბერტ აინშტაინს. (ავტორი გენია.ჯი) იგი გულწრფელად დასცინოდა ძალაუფლებას (უარი განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტობაზე), დიდებას, ავტორიტეტებს, პრივილეგიებს. გვერდს უვლიდა ყოველგვარ პირობითობებს, დადგენილ სოციალურ ნორმებს (მათ შორის მოდაშიც) და თავისი უბრალო ცხოვრებისეული ღირებულებებით კიდევ უფრო აღიმაღლებდა საკუთარ სახელს. დიდებული მეცნიერი შეგნებულად არიდებდა თავს მაღალი სოციალური კლასის ატრიბუტებს. ასე მაგალითად: მატარებლით მგზავრობისას ყოველთვის ყველაზე დაბალი – მე-3 კლასის ვაგონით ამჯობინებდა მგზავრობას. ჭირის დღესავით გაურბოდა ყოველგვარ დიდებას და მუდამ „ჩრდილში” ამჯობინებდა ყოფნას. სანამ თავის პირველ მეუღლეზე დაქორწინდებოდა, არწმუნებდა, რომ საზოგადოებას ზედმეტად თვალში არასოდეს არ უნდა მოხვედროდნენ.
ალბერტი არასოდეს ისწრაფოდა სიმდიდრისა და კომფორტისკენ. ნობელის პრემიიდან მიღებული თანხაც კი დიდსულოვნად დაუთმო თავის პირველ ცოლს – მილევა მარიჩს. სამაგიეროდ, აინშტაინი ბოჰემის მოყვარული პერსონა გახლდათ. უყვარდა მუსიკა, ლიტერატურა, მეცნიერება… სიამოვნებას ჰპოვებდა მყუდრო სამუშაო გარემოში, კარგ ყავაში, ხარისხიან სიგარასა და გულითად საუბრებში… სხვა დანარჩენი მისთვის მეორეხარისხოვანი რამ იყო. – (ავტორი გენია.ჯი)