ულან-ბატორი – „ეპიზოდი”
მონღოლეთის დედაქალაქი – ულან-ბატორი, თავდაპირველი სახელწოდებით – ორგოო, 1639 წელს იქნა დაარსებული, როგორც ბუდისტური მონასტერი. რამდენიმე ხანში იგი ლამაისტური ეკლესიის მეთაურის ერთგვარ მოძრავ (გადასატან) რეზიდენციად იქცა. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე, 1706 წელს მას სახელიც შეუცვალეს და „იხ-ხურეე” ანუ „დიდი მონასტერი” უწოდეს. მოძრავი-თქო იმიტომ ავღნიშნე, რომ ულან-ბატორი ძალიან ხშირად იცვლიდა თავის ტერიტორიულ ადგილმდებარეობას. ცნობილი ფაქტია, რომ სანამ იგი საბოლოოდ დაიდებდა ბინას იმ ტერიტორიაზე, რომელიც დღეისთვისა აქვს მოცული (და ეს მოხდა 1778 წელს), მან 28-ჯერ შეიცვალა თავისი ადგილმდებარეობა. – (ავტორი გენია.ჯი)