იცით თუ არა, რომ?!
1. ფრანგი მონარქები და დედოფლები არასოდეს იმოსებოდნენ ისეთი ქსოვილით შეკერილი ტანისამოსით, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე არ იყო ნაწარმოები. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ჩრდილოეთ კორეაში 1996 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც ქალებს ველოსიპედის მართვას უკრძალავს.
* * *
3. ჩინური ცირკი, რომელიც ჩინური კულტურის განუყოფელ ნაწილად არის მიჩნეული და ათას წლეულებს ითვლის, ევროპული ცირკისაგან იმით განსხვავდება, რომ საცირკო წარმოდგენებში ცხოველებს არ აღებინებენ მონაწილეობას. ჩინური ცირკი ძირითადად აკრობატებზე დგას, რომლებიც ურთულესი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მეტად სახიფათო ილეთების ჩვენებით გამოირჩევიან. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ საცირკო წარმოდგენის დროს ჩინელი აკრობატები არ მოიხმარენ დაზღვევის არანაირ საშუალებას.
* * *
4. „მე მინდა, ინგლისის რესპუბლიკას ისევე სცემდნენ პატივს, როგორც რომის რესპუბლიკასო”. – ამბობდა ინგლისის საყოველთაოდ ცნობილი ლორდ პროტექტორი – ოლივერ კრომველი.
* * *
5. ვენესუელაში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად – ბეისბოლია მიჩნეული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, პაკისტანის მოსახლეობის 65% ფერმერი გახლავთ.
* * *
7. მაქსიმალური სიჩქარე, რომლითაც შრი-ლანკის გზებზეა დასაშვები ავტომობილით გადაადგილება – 72 კილომეტრია საათში.
* * *
8. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უმაღლეს სახელმწიფო პოსტებზე მხოლოდ და მხოლოდ მუსულმანები ინიშნებიან.
* * *
9. სომხეთის პირველი პრეზიდენტი – ლევონ ტერ-პეტროსიანი ქვეყნიერებას სირიის უძველეს ქალაქ ალეპოში მოევლინა.
* * *
10. ესტონეთის ეროვნული ჰიმნის მელოდია ზუსტად იდენტურია ფინეთის ეროვნული ჰიმნის მელოდიისა. – (ავტორი გენია.ჯი)