ანატოლ ფრანსი წერდა…
„იშვიათად ხდება, რომ გამდიდრდეს ის, ვისაც პროფესიად მომავლის წინასწარმეტყველება აქვს. ხალხი ჩქარა ამჩნევს მის თვალთმაქცობას. თაღლითობა მას საძულველს ხდის. მაგრამ ადამიანი კიდევ უფრო საზიზღარი იქნებოდა, მართლაც რომ შესძლებოდა მომავლის წინასწარმეტყველება: იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრება აუტანელი გახდებოდა, მართლაც რომ სცოდნოდა თუ რა მოელის მომავალში; ის აღმოაჩენდა მომავალ ბოროტებას და წინდაწინვე დაიტანჯებოდა, ვერ დასტკბებოდა აწმყო სიკეთით, რადგან მის დასასრულს დაინახავდა. ამ შემთხვევაში უმეცრება აუცილებელი პირობაა ადამიანის ბედნიერებისათვის და ახლა უნდა ვაღიარო, რომ ადამიანი უფრო ხშირად ამ პირობას კარგად ასრულებს. ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ჩვენი თავის შესახებ; სხვების შესახებ – კიდევ ნაკლები. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ უმეცრება ჩვენს მშვიდობიანობას ჰქმნის”.