ჟან პოლ გეტი – „ეპიზოდი”
უკიდურესი სიძუნწით გამორჩეული ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მილიარდერი და ნავთობის მაგნატი – ჟან პოლ გეტი (1892-1976 წლები), მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში აღმერთებდა ისეთ ცნობილ ისტორიულ პერსონას, როგორიც გახლდათ რომის იმპერატორი – ადრიანე. (ავტორი გენია.ჯი) ტრაიანეს შვილობილმა თავის დროზე იმითაც გაიგდო სახელი, რომ მისი ხარჭათა რაოდენობა დაახლოებით ოთხასს უტოლდებოდა. შედეგად, ამ მხრივადაც გეტიმ მაგალითი მისთვის კუმირად ქცეული იმპერატორისაგან აიღო: ირლანდიური წარმომავლობის მქონე ამერიკელი მილიარდერის „სასიყვარულო გამარჯვებების კოლექციაში” – ასეულობით ქალბატონს ჰქონდა ადგილი დაკავებული. მათ შორის – კინოვარსკვლავებს, პოპულარულ მომღერლებსა და უძველესი გვარის მემკვიდრეებს.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მექალთანე მილიარდერი თავის დღიურებში საგულდაგულოდ ინიშნავდა იმ ქალბატონების დოსიეებს, რომლებთანაც „დონჟუანურ წარმატებებს” მიაღწია: გეტის დღიურებში ანბანის რიგითობით იყო ჩამოწერილი მათი სახელები, გვარები და მისამართები. ამბობენ, რომ ადრიანეს მსგავსად, საერთო ჯამში, გეტისაც 400-მდე ქალთან ჰქონდა „სასიყვარულო ურთიერთობა” გაბმული და მასავით გულგრილი გახლდათ საკუთარი შვილების მიმართო. – (ავტორი გენია.ჯი)