მერი შელი – „ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი მწერალი ქალის – მერი შელის დედა – მერი უოლსტოუნკრაფტი, ვისაც ფემინისტები თავიანთი მოძრაობის ფუძემდებლად მიიჩნევენ დღემდე, 1797 წლის 30 აგვისტოს გამოეთხოვა წუთისოფელს. ეს ახალგაზრდა მშვენიერი ქალი სწორედ რომ მერიზე მშობიარობას გადაყვა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც „ფრანკენშტეინის” ავტორმა გაათვითცნობიერა, რომ დედამისი მის დაბადებას შეეწირა (ანუ მის გამო მოკვდა), იგი სინდისის საშინელმა ქენჯნამ მოიცვა. აღნიშნულმა გარემოებამ მერი შელი სასაფლაოს ხშირი სტუმარი გახადა. ის კი არადა, დროთა განმავლობაში, ლონდონის წყნარ გარეუბან სომერსში არსებული სასაფლაო, რომელზედაც მერი უოლსტოუნკრაფტი განისვენებდა, მისთვის სასეირნოდ ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილად იქცა. აქვე ნიშანდობლივია ისიც, რომ ანბანის პირველი ასოები პატარა მერიმ დედის საფლავის ქვაზე დაწერილი ტექსტიდან შეისწავლა.
1801 წელს შელის სახელოვანი ფილოსოფოსი მამა – უილიამ გოდვინი – მერი ჯეინ კლერმონტზე დაქორწინდა. გოდვინის მეგობრებს უკვირდათ, როგორ დაიქორწინა ინტელექტუალმა უილიამმა თავი ისეთ მეწვრილმანე და უტაქტო ქალზე, რომელიც ჭორებისა და სიცრუის მაღმერთებელი გახლდათ. მერიმ თავიდანვე შეიზიზღა შვილებიანი დედინაცვალი. ასეთი დამოკიდებულება უკიდურესად შურიანი ქალის მიმართ არასოდეს არ განელებია მას. – (ავტორი გენია.ჯი)
მერი უოლსტოუნკრაფტი
უილიამ გოდვინი