ვიქტორ ჰიუგო – „ეპიზოდი”
ამბობენ, როსკიპ ქალებს საზოგადო მოღვაწეთაგან ისე გულდაგულ არავინ გამოუგლოვიათ, როგორც გი დე მოპასანი და ვიქტორ ჰიუგოო. და მართლაც, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” ავტორის გარდაცვალებამ იმდენად დაამწუხრა საროსკიპოს მომსახურე ქალბატონები, რომ თავიანთი კუმირის დაკრძალვამდე გლოვის ნიშნად – შავი ფერის კაბებსა და შავი ფერის საცვლებს ატარებდნენ.
ეს არაჩვეულებრივად აქტიური „დონ-ჟუანი” პროსტიტუციული მომსახურების დაწესებულებების იმდენად ხშირ სტუმარს წარმოადგენდა, რომ თუკი სახლში არ იყო, ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლოა იგი ყოფილიყო, სწორედ რომ საროსკიპო გახლდათ. ის კი არადა, იმასაც ამბობდნენ, როცა ჰიუგო არ მიდიოდა ბორდელში, მთელი ბორდელი თავად მიდიოდა მასთან სახლშიო. ლიტერატორის მეუღლეს – ადელ ფუშეს დროთა განმავლობაში იმდენად მოაბეზრა თავი ქმრის მრავალრიცხოვანმა აღვირახსნილმა ქმედებებმა, რომ მისთვის სულ ერთი გახდა, რას იქმოდა იგი.
ადელი მშვენიერი გარეგნობის ქალბატონი გახლდათ თავის დროზე. თუმცა ბევრმა ორსულობამ და ხუთი შვილის დაბადებამ მის ფიზიონომიაში ერთობ უარყოფითი ნიუანსები შეიტანა. იგი იმდენად დასუსტდა და ნაადრევად ჩამობერდა, რომ მასთან სარეცელის გაყოფაზე ჰიუგომ უარი განაცხადა. სამაგიეროდ, სხვა ქალებში ჰპოვა ნუგეში…
სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, ვიქტორს თავისი ცხოვრების განმავლობაში 200 საყვარელი ქალი ჰყოლია და ყველა ისინი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა ყველაზე მეტი „მეგობარი” (ასე მოიხსენიებდა იგი თავის საყვარლებს) მაინც როსკიპ ქალთა შორის გააჩნდა. ცნობილი ფაქტია, რომ გენიალური ფრანგი ლიტერატორი ხშირად ფინანსურად ეხმარებოდა ბევრ იმათგანს. თანაც მრავალი წლის განმავლობაში. მათაც ამაგი არ დაუკარგეს: ვიქტორ ჰიუგოს ხსოვნას პარიზის საროსკიპოები იმით მიაგებენ დღემდე პატივს, რომ ყოველი წლის 22 მაისს ერთი დღით იხურებიან. 1885 წლის 22 მაისს ხომ დიდი ფრანგი კლასიკოსი გამოეთხოვა წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)