ვასილი ვერეშჩაგინი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ტილოს – „ომის აპოთეოზის” რუსი ავტორი – ვასილი ვერეშჩაგინი (1842-1904 წლები), ვინაც სახელი გაითქვა ანტისაომარი ჟანრის სურათების ხატვით (XX საუკუნის დასაწყისში გამომავალი გაზეთები იმასაც ირწმუნებოდნენ, მისი წარდგენა ნობელის პრემიაზეც კი სურდათ მშვიდობის დარგშიო), გაგიკვირდებათ და, სულაც არ გახლდათ პაციფისტი პოროვნება, როგორც ეს მისი შემოქმედებიდან ჩანდა. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: იგი მუდმივად თან ატარებდა პისტოლეტს. მათ შორის მაშინაც, როცა ვისმესთან სტუმრად მიდიოდა. აქვე გასათვალისწინებელია ვერეშჩაგინის ადვილად ფეთქებადი და ჯიუტი ხასიათი, რის გამოც ხშირად შედიოდა კონფლიქტში ადამიანებთან. მათ შორის იმ ადამიანებთანაც კი, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ მისი კარიერისა და პირადი თავისუფლებისთვის. მას კონფლიქტური სიტუაციები გააჩნდა არა მხოლოდ კოლეგებთან, არამედ მასწავლებლებთან, კრიტიკოსებთან, სამხედრო მეთაურობასთან, და თვით რუსეთის იმპერატორებთანაც კი. მიუხედავად მათი სტატუსებისა, ვერეშჩაგინი მაინც არასოდეს მიდიოდა მათთან რაიმე სახის კომპრომისზე.
თავისი მანკიერი თვისების შესახებ პირველ რიგში ყველაზე კარგად თავად უწყოდა მხატვარმა. ამიტომაც ადარებდა ხოლმე იგი საკუთარ თავს „ლეიდენის ქილას” (მუხტის შემგროვებელი პირველი ელექტრული კონდესატორი, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად იყო მოულოდნელად განმუხტულიყო). ყოველი ასეთი „განმუხტვა” კი, ვერეშჩაგინისა და გარშემომყოფებისთვის სამწუხარო შედეგებით სრულდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
„ომის აპოთეოზი”