ელისაბედ ბავარიელი – „ეპიზოდი”
თავისი დროის ულამაზეს ქალად აღიარეული ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა – ელისაბედ ბავარიელი (1837-1898 წლები), ვინაც შესანიშნავად უწყოდა საკუთარი კლასიკური სილამაზის ფასი, ფანატიკური მზრუნველობით ეკიდებოდა თავის გარეგნობას. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ სილამაზის ეტალონად მიჩნეულ ელისაბედს, რომლის სიმაღლეც 172 სანტიმეტრს შეადგენდა, თავისი მოხდენილი ფიგურის პროპორციები შეენარჩუნებინა, რეგურალურად მიმართავდა ფიზიკურ ვარჯიშებს; ხშირად ჯირითობდა ცხენით და ფარიკაობდა კიდეც; მისი ყველა რეზიდენცია აღჭურვილი გახლდათ „სპორტ-დარბაზებით”, რომლებშიაც იგი ტანვარჯიშითაც კავდებოდა ხოლმე. ამიტომაც იყო, მისი ვიწრო წელის დიამეტრი 51 სანტიმეტრს რომ არ აღემატებოდა არასდროს, ხოლო წონა 45-52 კილოგრამს.
ავსტრია-უნგრეთის უმშვენიერესი იმპერატრიცა დიდ დროს უთმობდა თავისი ფაფუქი კანის მოვლას, თუმცა ყველაზე მეტად მაინც თმების მოვლაზე ახდენდა კონცენტრირებას. ელისაბედის გრძელ თმებს, მუხლებამდე ნაწნავებს თავისი ბრწყინვალება რომ არ დაეკარგა, ლიტრობით ძვირფასი კონიაკი, ასეულობით ლიმონი და ასეულობითვე კვერცხი იხარჯებოდა ყოველწლიურად (მათი ნარევით იღებდა აბაზანებს). იმპერატრიცას ვარცხნის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გახლდათ. ხშირად იგი სამ საათსაც კი გრძელდებოდა. ყოველი დავარცხნის შემდგომ ელისაბედი თავისი პერსონალური დალაქისაგან ითხოვდა სათითაოდ დაეთვალა სავარცხელზე დარჩენილი თმის ღერი და, რაც უფრო მრავლად რჩებოდა იგი, მით უფრო განცდას ეცემოდა. შედეგად, ელისაბედი რომ არ განაწყენებულიყო, დალაქი დროდადრო უმალავდა მათ რაოდენობას.
საკუთარ თმასა და სხეულზე სათანადოდ ზრუნვა გახლდათ მიზეზი იმისიც, რომ იმპერატრიცა, ვინაც არასოდეს მოიხმარდა დეკორატიულ კოსმეტიკას, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში მხოლოდდამხოლოდ ხორციანი ბულიონით იკვებებოდა. სასმელებში კი უპირატესობას ყოველთვის ფროთოხლის წვენს ანიჭებდა. – (ავტორი გენია.ჯი)