ანტონ ჩეხოვი – „ეპიზოდი”

მოთხრობების ჟანრში ყველა დროის საუკეთესო მწერლად მიჩნეული – ანტონ ჩეხოვი (1860-1904 წლები), ყოვლის მიმართ ყურადღებიანი ადამიანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამ შრომის მოყვარე კაცში განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევდა თანამემამულეებში დამკვიდრებული ბევრი ნაკლოვანება. მათ შორის უსაქმურობა, უზნეობა, უნიათობა, ლოთობა, უმწეობა და სხვა. ამიტომაც მოიხსენიებდა იმ პერიოდის რუსულ საზოგადოებას „უფერული ბრბოის” სახელით იგი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჩეხოვი პირში მთქმელი კაცი იყო და თავის სათქმელს ყოველთვის ხმამაღლა და დაურიდებლად ეუბნებობდა თავისი სამშობლოს შვილებს. ერთხელაც ლიტერატორი ქუჩაში უსაქმურად მდგომ თანამემამულეებს გადაეყარა. მწერალი არ მოერიდა და სახეზე უიმედო მწუხარებით აღბეჭდილი ღიმილით გამოცხადდა მათთან. ანტონმა თვალი მოავლო „უფერულთა ბრბოს” რუს წარმომადგენლებს და თბილი, მაგრამ ღრმა საყვედურის ტონით, სრული გულწრფელობით მიმართა: „ – საძაგლად ცხოვრობთ თქვენ, ბატონებო!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>