სტივ ჯობსი – „ეპიზოდი”
კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ მაღალი ინტერესი იმთავითვე გამოხატა რიგი ქვეყნების შეიარაღებულმა ძალებმა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, დროის გასვლასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, ფართოდ დაიწყო მისი დანერგვა ამა თუ იმ სახელმწიფოს არმიებმა. კომპიუტერული ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ფიგურასა და „Apple”-ს თანადამფუძნებელს – სტივ ჯობსს ერთხელ ჰკითხეს კიდეც ჟურნალისტებმა, რას ფიქრობდა იმ საკითხზე, რომ კომპიუტერებს შეიარაღებაში უფრო და უფრო მსაშტაბურად იყენებდნენ მეცნიერები, რაზედაც პაციფისტმა გენიალურმა ამერიკელმა გამომგონებელმა შემდეგი პასუხი გასცა:
„ცოტა ხნის წინ ვნახე ვიდეოფირი, რომელიც არ უნდა მენახა. ის გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისთვის იყო მომზადებული. ფირის ნახვისას აღმოვაჩინეთ, რომ ევროპაში რამდენიმე წლის წინათ თითოეული ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომელსაც აშშ-ის პერსონალი ემსახურებოდა, „Apple 2″-ის მართვით მუშაობდა. ჩვენ კომპიუტერები სამხედროებისთვის არასოდეს მიგვიყიდია. ალბათ, ისინი დილერების საშუალებით შეიძინეს. არ გვესიამოვნა იმის გაგება, რომ ჩვენს კომპიუტერებს ევროპაში ბირთვული იარაღის სამართავადა იყენებენ. ჩვენს გამოგონილ ინსტრუმენტებს ყოველთვის იმ მიზნისთვის არ იყენებდნენ, რისთვისაც ჩაფიქრებული გვქონდა. ამ ინსტრუმენტების დადებითი და შემოქმედებითი იდეებისთვის გამოყენება წარმოადგენს ადამიანის, და არა თვითონ ინსტრუმენტების, სიბრძნის ობიექტს”. – (ავტორი გენია.ჯი)