ჟორჟ შარლ დანტესი – „ეპიზოდი”
ალექსანდრე პუშკინის მკვლელს, ფრანგ მონარქისტსა და ოფიცერს – ჟორჟ შარლ დანტესს (1812-1895 წლები), ვინაც რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი ითამაშა თავისი ქვეყნის ისტორიაში და, ვინაც იმპერატორ ნაპოლეონ მესამის კეთილგანწყობის მოპოვებას მიაღწია სამეფო კარზე, საშინლად სძულდა დუელში თავისივე ტყვიის მსხვერპლის – პუშკინის შესახებ საუბარი ან რაიმე სახის მოგონება მასზე. ის კი არადა, რამდენიმეჯერ „რუსული პოეზიის მზედ” წოდებული პოეტის მკვლელმა, რომელსაც სულაც არ ქენჯნიდა სინდისი ჩადენილი ქმედების გამო, იქით ამუნათებდა ახლობლებს – „აბა, ის იქნებოდა უმჯობესი, მე მოვმკვდარიყავი და არა ისო?!” – (ავტორი გენია.ჯი)