ელისაბედ II – „ეპიზოდი”
„ – მაგრამ, თქვენო უდიდებულესობავ, ხელმწიფეები არასოდეს იხრიან ქედს საკუთარი ქვეშევრდომების წინაშე!” – მოკრძალებით შეჰკადრა ელისაბედს სამეფო ჰეროლდმეისტერმა.
„ – მიუხედავად ამისა, ქედმოხრა მაინც იქნება!” – გაბრაზებით წარმოთქვა მომავალმა დედოფალმა და აუდიენცია შეწყვიტა.
და მართლაც, 1953 წლის 2 ივნისს გამართული კორონაციის დასრულების შემდგომ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალმა მონარქმა – საჯაროდ მოუხარა ქედი საკუთარ ხალხს! შედეგად, ელისაბედ II იმ პირველ გვირვინოსნად იქცა ქვეყნის ისტორიაში, ვინაც თავისი ხალხისადმი თაყვანისცემის, სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად – საჯაროდ ქედი მოიხარა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. – (ავტორი გენია.ჯი)