პოლ გოგენი – „ეპიზოდი”
სახვით ხელოვნებაში პოსტიმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი ფრანგი მხატვარი – პოლ გოგენი (1848-1903 წლები), რთული ხასიათით გამორჩეული ადამიანი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ეს პირქუში და უკიდურესად ამპარტავანი კაცი, ვინაც ღრმად გახლდათ დარწმუნებული საკუთარ გენიალურობაში, თავისი ცუდი ხასიათის გამო, იშვიათად იმეგობრებდა ვინმეს. ამიტომაც არ იყო განებივრებული მრავალრიცხოვანი მეგობრებით. იგი იმასაც უჩიოდა, რომ გარშემომყოფებს არ შესწევდათ უნარი სათანადოდ შეეფასებინათ მისი დიდებული შემოქმედება.
თავისივე ხასიათიდან გამომდინარე, ფრანგი მხატვარი არავის წინაშე არ იხევდა უკან დაპირისპირების დროს. ის კი არადა, მუშტების ქნევას პირველი იწყებდა, რაც მოწინააღმდეგეთათვის ხშირ შემთხვევაში ცუდად სრულდებოდა – პოლ გოგენი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და ჩხუბიც შესანიშნავად ეხერხებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)