ანა ავსტრიელი – „ეპიზოდი”
საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი – ანა ავსტრიელი (1601-1666 წლები), განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩეოდა საკუთარი გარეგნობის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) და მაინც, ყველაზე მეტად ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი ქალი თავის ფაფუკ, ნაზ და ხავერდოვან კანს უფრთხილდებოდა. ამიტომაც იყო, რომ მისთვის სპეციალურად იკერებოდა ბატისტის ურბილესი ქსოვილისაგან თეთრეული, რომელშიაც შემდგომ ნებივრად იძინებდა დედოფალი. ბატისტის ქსოვილისაგან დამზადებული ანას თეთრეული ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებდა. იგი იმდენად ელსატიური ყოფილა, რომ ბეჭდის შუაგულშიც კი თავისუფლად ძვრებოდა თურმე.
ზემოაღნიშნული გარემოება კარგად უწყოდა დედოფლის უახლოესმა მეგობარმა, საყოველთაოდ ცნობილმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ – კარდინალმა მაზარინიმ. იგი ერთხელ ანას გახუმრებია კიდეც – „თუკი ჯოჯოხეთში მოხვდებით, ყველა დაპირებული ტანჯვის სანაცვლოდ, თქვენთვის ისიც საკმარისი იქნება, იძინოთ იალქნებისაგან შეკერილ თეთრეულშიო “. – (ავტორი გენია.ჯი)