Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„რა არი ადამიანი, რა რთული, ამავე დროს, რა სუსტი და იოლად მოწყვლადი ნაწილებისაგან არის აგებული. რამდენ გარეგან, შინაგან სნეულებას, სტიქიურს, პოლიტიკურს, სოციალურ, ეროვნულ კატასტროფას უნდა გადაურჩეს, რომ დაბერდეს თუნდაც. არადა ერთდროულად, ერთი ხნისანი ხომ არ დავიხოცებით, გინდაც თანდათანობით, ერთმანეთის მიყოლებით, უფროს-უმცროსობით ხომ არ ჩავიცვლებით ხვიმირაში. რიგს ვერ დააწესებს, უკვდავებას ვერ დაუშვებს, სიცოცხლესაც ვერ შეაჩერებს; თუ არ მოკლა, ვერც გააჩენს. როგორ შეიძლება გონიერი არსება სამუდამოდ გამოეთხოვოს სინამდვილეს, აცდეს მოძრაობას, გაეთიშოს დროს, რომელიც მის გარეშე არ არსებობს. თუ ჩვენთან ერთად ქრება სინათლე, სამარადჟამოდ ესვენება მზე და ბნელდება ვარსკვლავიანი ცა, რად მინდა გონება. რატომ დამსაჯე, დასასრულის შეგრძნების უნარი რატომ არ წამართვი!”