ჯეფ ბეზოსი – „ეპიზოდი”
მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე, კომპანია Amazon-ის დამაარსებელი და ფილანტროპი – ჯეფ ბეზოსი, უჩვეულო თვისებებით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მის ერთ-ერთ უსაყვარლეს ჰობად ქცეულია – ჭურჭლის დარეცხვა. ამერიკელი მილიარდერი, ვისაც მოსამსახურეების მთელი არმია ჰყავს, ტრაპეზის შემდეგ არავის ანებებს საკვების ნარჩენებისაგან დასვრილი თეფშებისა და ჯამ-ჭურჭელის დარეცხვას და პირადად კავდება ამ უსიამო საქმით. აღნიშნული საკითხის შესახებ მან ერთხელ ასეთი რამაც განაცხადა – „სრულიად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თეფშების რეცხვის ცერემონია ყველაზე სასიამოვნო რამ გახლავთ იმათ შორის, რასაც ვაკეთებ ამ ქვეყნადო”. – (ავტორი გენია.ჯი)