ფრენსის ეგერტონი – „ეპიზოდი”
„ბრიტანული შიდა გადაზიდვების მამად” წოდებული ინგლისელი არისტოკრატი, ბრიჯუოტერის მე-3 ჰერცოგი – ფრენსის ეგერტონი (1736-1803 წლები), XVIII საუკუნის „ნისლიან ალბიონზე” ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იყო მიჩნეული. ერთ-ერთი ვერსიით, მისი ქონება 2 მილიონ ფუნტ-სტერლინგად იყო შეფასებული, რაც იმ პერიოდისათვის მართლაც რომ კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ეს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული აქტივისტი, ვინაც მასიურად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებს, ძაღლების მიმართ უზომო თაყვანისმცემითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. მას იმდენადაც კი უყვარდა „ადამიანის ოთხფეხა მეგობრები”, რომ პირად საკუთრებაში მყოფ ძაღლებს – ოჯახის სრულფასოვან წევრებად განიხილავდა. ფრენსისის საყვარელ არსებებს, რომლებთან ერთადაც ხშირად სადილობდა ხოლმე იგი, თავიანთი პატრონის მსგავსად, ერთობ მდიდრული ტანისამოსით მოსავდნენ. გარდა ამისა, ეგერტონის ძაღლებს ლაქიები კერძებს ვერცხლის ჭურჭლით აწოდებდნენ. აქვე საინტერესოა ისიც, რომ ფრენსისის საყვარელი არსებებისათვის განკუთვნილი შემწვარ-მოხრაკული ხორცეულობა წვრილ ნაჭრებად იყო დაკეპილი, რომელთაც შემდგომ ვერცხლისავე ჩანგლის გამოყენებით აჭმევდნენ მათ. ყოველი ერთობლივი ტრაპეზის შემდეგ, ეგერტონი თავის მდიდრულ ეტლში ისვამდა საყვარელ არსებებს და ქალაქის ქუჩებში საათების განმავლობაში დაასეირნებდა. – (ავტორი გენია.ჯი)