იცით თუ არა, რომ?!
1. ფილოსოფიაში რაციონალიზმის გენიალური ფრანგი ფუძემდებელი – რენე დეკარტი, ვინაც ქალთმოყვარეობით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა შორის უპირატესობას – ელამებს ანიჭებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სპილო დღეში საშუალოდ – 90 ლიტრ წყალს სვამს.
* * *
3. სერბული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ ფიზიკოსს – ნიკოლა ტესლას ჩვევად ჰქონდა გადაქცეული საკუთარი ნაბიჯების თვლა.
* * *
4. Apple-ს გენიალური ამერიკელი დამაარსებელი – სტივ ჯობსი, თავისი ცხოვრების ერთ ეტაპზე ერთობ უჩვეულო ჩაცმის სტილით გამოირჩეოდა, რითიც დიდად აოცებდა ხალხს. იმ პერიოდში იგი მუდმივად – ფეხშიშველი გადაადგილდებოდა.
* * *
5. XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მათემატიკოსად აღიარებული დიდი უნგრელი მათემატიკოსი – პალ ერდიოში – ამფეტამინის ხშირი მომხმარებელი გახლდათ (სინთეტიკური აღმგზნები საშუალება). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ჟირაფები სიარულის ჟამს – 15-17 კილომეტრ-საათი სიჩქარით გადაადგილდებიან. სირბილის დროს კი – 55-60 კილომეტრ-საათ სისწრაფეს ანვითარებენ.
* * *
7. ალექსანდრე მაკედონელის უახლოეს მეგობრად მისივე არმიის ერთ-ერთი მხედართმთავარი – ჰეფესტიონია მიჩნეული დღემდე. ეს უკანასკნელი ალექსანდრე დიდის უშინაგანეს გრძნობათა მესაიდუმლე გახლდათ. ამიტომაც გააჩნდა მას უფლება მსოფლიო მპყრობელისათვის ზურგიდან ხელი გადაეხვია, ან კიდევ თვალი მიედევნებინა ალექსანდრეს ხელში გაშლილი დედის საიდუმლო წერილისათვის. ის კი არადა, ერთხელ მაკედონელმა დარიოსის დედას ჰეფესტიონზე უთხრა – „ესეც ალექსანდრე არისო”.
* * *
8. სპარსეთის იმპერიაში ვისმეს სარტყელზე მეფის ხელის შეხება – სიკვდილის განჩინებას ნიშნავდა პირველი მათგანისთვის.
* * *
9. საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მილიარდერი – ბილ გეიტსი მგზავრობის ჟამს არასოდეს იყენებს უსაფრთხოების ღვედს.
* * *
10. „რამდენი მილანძღავს და მიგინებია ჩემს ყმაწვილკაცობაში ეს კოკა-კოლა კრებებსა და საჯარო გამოსვლებში; კაცმა რომ თქვას, რა აქვს ახლა ამას საგინებელი: უბრალო გამაგრილებელი წყალია, ყოვლად უწყინარი და უპრეტენზიო. მოგწონს – დალიე, არ მოგწონს – სავალდებულო არაა”. – წერდა დიდი ქართველი პოეტი – ირაკლი აბაშიძე – (ავტორი გენია.ჯი)