ფრენსის ბეკონი – „ეპიზოდი”
XVI-XVII საუკუნეებში მოღვაწე ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი ფილოსოფოსის – ფრენსის ბეკონის პირდაპირი შთამომავალი, გენიალური ინგლისელი იმპრესიონისტი მხატვარი – ფრენსის ბეკონი (1909-1992 წლები), ერთი უცნაური თვისებით გამოირჩეოდა სხვათაგან. (ავტორი გენია.ჯი) ეს უცნაურობა ალკოჰოლური სასმელების მოხმარებასთან გახლდათ დაკავშირებული. უფრო სწორად რომ ვთვათ – ნაბახუსევ მდგომარეობასთან. ნაბახუსევზე, როგორც წესი, ადამიანები ძალიან ცუდად გრძნობენ თავს, რაც მათ არანაირი საქმის გაკეთების საშუალებას არ აძლევს. ბეკონის შემთხვევაში კი, საქმე აბსოლუტურად სხვაგვარად იყო: ფრენსისი მუშაობას ყოველთვის მაშინ ამჯობინებდა, როდესაც საშინელ ნაბახუსევზე იმყოფებოდა. „მხოლოდ ამ მდგომარეობაშია ჩემი სული თავისუფალიო”. – ასე ხსნიდა თავის უცნაურობას დიდი ინგლისელი ხელოვანი. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრენსის ბეკონი (მხატვრის გენიალური წინაპარი)