იმანუელ კანტი – „ეპიზოდი”
თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი და გერმანული იდეალიზმის ფუძემდებელი – იმანუელ კანტი (1724-1804 წლები), ვინაც განსაკუთრებული პუნქტუალურობით გამორჩეულ პიროვნებას წარმოადგენდა, დაძინების წინ, ყოველჯერზე, მეტად უცნაურ რიტუალს ატარებდა. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერვე დადგენილი წესისამებრ, საძინებელში ალემანი სწავლული 22:00 საათზე მიეშურებოდა. დაწოლისთანავე იმანუელი საბანში აბრეშუმის მატლის მსგავსად ეხვეოდა და ძილის წინ მუდმივად ერთსა და იმავე მაგიურ სიტყვას წარმოთქვამდა – „ციცერონი”. თუ რატომ მოიხსენიბედა ყოველი დაძინების წინ „ციცერონს” კანტი, დღემდე გამოცანად რჩება მკვლევართათვის.
ძილის პროცესში ფილოსოფოსს ხშირად ახასიათებდა გაღვიძება ბუნებრივი მოთხოვნილებებისგან გამომდინარე. მოგეხსენაბთ, რომ იმ პერიოდისათვის ელექტროობა ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული, რის გამოც იმანუელს რიგი პროცედურების ჩატარება უხდებოდა სინათლის ასანთებად. ეს კი ახლადგაღვიძებული სწავლულისათვის ძალიან არახელსაყრელ გარემოებას წარმოადგენდა. შედეგად მან თავისი საძინებლიდან საპირფარეშომდე სპეციალურად გააბა მსხვილი თოკი, რომლის საშუალებითაც შემდგომ ისე გადაადგილდებოდა დანიშნულების ადგილამდე სრულ სიბნელეში, რომ არაფერს ეტაკებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)